ბორის აკუნინი - პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ - ქართველებო, ეს არ დაგემართოთ, იზრუნეთ თავისუფლებაზე!

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით, - ასე ეხმაურება რუსი მწერალი, ბორის აკუნინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და საინფორმაციო საშუალებამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით მიმართა.

„საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, ჩემი გვარი „შვილი“-თ მთავრდება და ვარ „შალვას ძე“, მყავს ბევრი ნათესავი და მეგობარი და ჩემს შეშფოთებას იწვევს იმის დანახვა, როგორ ეშვება დემოკრატიული ქვეყანა იმავე ფერდობზე, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა“, - წერს მწერალი სოციალურ ქსელში.

ის ქართველებს ურჩევს, პუტინიზმისგან თავი დაიცვან და თავისუფლებაზე იზრუნონ.

„ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით. ამ ინფილტრატორის გამოსახლებას ვეღარ შეძლებთ. ის შეჭამს საქართველოს, როგორც კიბო. ვიცით, გამოგვივლია. თავიდან „უცხოური აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“, და შემდეგ პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ. ქართველებო, ეს არ დაგემართოთ. იზრუნეთ თავისუფლებაზე“, - წერს აკუნინი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება