სანდრო რაქვიაშვილი - ყველაფერი ლევან მურუსიძის დაცვას გადავაყოლეთ - მესმის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ამაზე შეიძლება იდგეს, მაგრამ გადავიმტერეთ აშშ, გადავიმტერეთ ევროპელები და ალტერნატივა რა არის?! - ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად რუსობას ნიშნავს!

ყველაფერი ლევან მურუსიძის დაცვას გადავაყოლეთ - მესმის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ამაზე შეიძლება იდგეს, მაგრამ გადავიმტერეთ აშშ, გადავიმტერეთ ევროპელები და ალტერნატივა რა არის?! რის იმედზე ვართ?! ჩვენს რეალობაში ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად რუსობას ნიშნავს! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.

რაქვიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ბევრი რუსულს ეძახის, შინაარსობრივად აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული კანონია. მისივე თქმით, ახლა ამერიკელებთან დაპირისპირება რუსეთისთვის სასარგებლო ქმედებაა.

“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება პასუხობს კითხვას, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში - კანონპროექტი, რომელსაც ბევრი რუსულს ეძახის, შინაარსობრივად აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული კანონია. აშშ-ს რეაქციაც ამაზე მიუთითებს და ჩანს ისიც, თუ რამ გამოიწვია - აშშ გვეუბნება, მიხედეთ სასამართლოს. კითხვა დადის მარტივ ამბამდე - აქვს თუ არა აშშ-ს ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენს საქმეში ჩაერიოს და გვითხრას, შეცვალეთ სასამართლო. ჩემი აზრით, ამის სრული ლეგიტიმაცია აქვთ, რადგან თქვენ აშშ-ს იქეთ ვთხოვთ დახმარებას, ჩვენ ვთხოვთ დაცვას, ამერიკელებზე დგას ჩვენი უსაფრთხოება და ზოგადად ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოგვწონს.

არ ვიცი, თქვენ როგორ მოგწონთ, მაგრამ მე ძალიან მომწონს - მომწონს აშშ-ს სასამართლო სისტემა, მომწონს აშშ-ს თავისუფალი ხალხი, მიყვარს აშშ-ს სიტყვის თავისუფლება, მიყვარს აშშ-ს დეცენტრალიზაცია. აშშ-შიც ბევრი ცუდი რამ ხდება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს - შეიძლება ოდესღაც ვიღაცამ შექმნას, მაგრამ ახლა არის ის ქვეყანა, რომელიც მართლა ეტალონია ბევრი გადმოსახედიდან“, - განაცხადა რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს