საბა ბუაძე - ჩვენ გვითხრეს, რომ „რუსული კანონი“ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის ურთიერთშეუთავსებელი, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს

ვხედავთ, რომ კრემლში დაგეგმილი სპეცოპერაციის განხორციელებას ახდენს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი შეფასებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშლება.

"დღეს ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერა ნიშნავს კიდევ ერთხელ სერიოზულ განაცხადს იმაზე, რომ საქართველოს პრობლემა შეექმნას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვითხრეს, რომ "რუსული კანონი" ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის ურთიერთშეუთავსებელი, ამიტომაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "რუსული კანონი" და რუსული ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოვაშოროთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს", - განაცხადა ბუაძემ.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ონლაინ მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

"სამარცხვინო და ტრაგიკომიკური არის ის, რომ "რუსული კანონის" განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ეს ხალხი ჩვენ გვესაუბრება ღიაობასა და გამჭვირვალობაზე, მაგრამ ვხედავთ, რომ ელემენტარული საჯაროობის და კითხვების ეშინიათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მოღალატეობრივი რეჟიმი თავს არ გრძნობს კომფორტულად, მაგრამ იმისთვის, რომ ეს დისკომფორტი გაიზარდოს და ამ ხელისუფლებას რეალურად გავაგონოთ ქართველი

ხალხის სათქმელი, აუცილებელია, დღეს, 19:00 საათზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს რუსთაველზე და ვთქვათ: "არა რუსულ კანონს!, არა რუსულ მთავრობას! კი ევროპას", - განაცხადა ბუაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება