თეონა აქუბარდია უმრავლესობას - თქვენ გაღიზიანებთ სიტყვა „რუსული კანონი“ - მე გეტყვით, რომ ეს კანონი ანტიქართულია, რადგან ის ყოფს და აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს

ღირებულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და ამ ღირებულებებიდან გამომდინარე დგას დღეს ხალხი გარეთ, რომ თქვან - „არა რუსულ კანონს“, რაც ჩემთვის ნიშნავს - „არა ანტიქართულ კანონს“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

აქუბარდიას თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ანტიქართულია, რადგან მოქალაქეებს კანონი ყოფს და აპირისპირებს.

„თქვენ გაღიზიანებთ სიტყვა „რუსული კანონი“. მე გეტყვით, რომ ეს კანონი ანტიქართულია, რადგან კანონი ყოფს და აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს. ქმნის საფრთხეებს ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან. მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოსთვის მარადიული იყო - თავისუფლება, დემოკრატია, კეთილდღეობა მშვიდობა - ამ ყველაფერს საფრთხეს უქმნის. მოცემულობაში, როდესაც თქვენ ღირსებაზე საუბრობთ, გავიწყდებათ ის ღირებულება, რომელიც თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე გადის. არა იმ სუვერენიტეტზე, რომელიც გარედან, ოკუპანტი ქვეყნიდან არის თავმოხვეული, არამედ იმ სუვერენიტეტზე, რომელსაც ჩვენი ხალხი აქ წყვეტს. სწორედ ამ ღირებულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და ამ ღირებულებებიდან გამომდინარე დგას დღეს ხალხი გარეთ, რომ თქვან - „არა რუსულ კანონს“, რაც ჩემთვის ნიშნავს, რომ - არა ანტიქართულ კანონს“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება