გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი - ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეების მიერ პალესტინელების წინააღმდეგ თავდასხმებში აქტიური მონაწილეობა უნდა შეწყვიტონ

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეების მიერ პალესტინელების წინააღმდეგ თავდასხმებში აქტიური მონაწილეობა უნდა შეწყვიტონ, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სპიკერმა, რავინა შამდასანიმ განაცხადა.

„ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ახალმოსახლეების მიერ პალესტინელებზე თავდასხმებში აქტიური მონაწილეობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. ამის ნაცვლად, ისრაელის ხელისუფლებამ შემდგომი თავდასხმები უნდა აღკვეთოს და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს“, - განაცხადა რავინა შამდასანიმ.

შამდასანიმ აღნიშნა, რომ არც პალესტინელებმა და არც ისრაელელებმა კანონის აღსრულება საკუთარ ხელში არ უნდა აიღონ.

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი ყველა გავლენიან სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ ღაზის სექტორში საშინელი ჰუმანიტარული კრიზისი, ადამიანის უფლებების დარღვევა და ასევე, დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის ზრდა და მიზანმიმართული თავდასხმები შეაჩერონ“, - აღნიშნა რავინა შამდასანიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება