ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთში ჩადის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალი ბაგერი კანი 18-20 აპრილს მოსკოვს ეწვევა.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს მოსკოვის კონფერენციაში რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, შეიარაღების კონტროლისა და ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება.

„ასევე მოსალოდნელია, რომ ის შეხვედრებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება