ეკა სეფაშვილი ოპოზიციას - წაიკითხეთ ევროდირექტივა - როგორ ეთანხმება ჩვენი კანონი, სულისკვეთებას როგორ ასახავს, როგორი ევროპულია და როგორ ევროპულ ღირებულებებს ქადაგებს - რას ჩააცივდით ამ რუსულ კანონს?!

წაიკითხეთ ევროდირექტივა - როგორ ეთანხმება ჩვენი კანონი, სულისკვეთებას როგორ ასახავს, როგორი ევროპულია და როგორ ევროპულ ღირებულებებს ქადაგებს - რას ჩააცივდით ამ რუსულ კანონს?! რუსული კანონი არ წამიკითხავს და არც წავიკითხავ, რადგან არანაირად არ მაინტერესებს! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გააკეთა.

სეფაშვილმა განაცხადა ისიც, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წყაროების დეკლარირების და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

„ამ ორი დღის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი და ფაქტი, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ერთადერთი რაც გვესმის, არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარგადასული დემაგოგია. დიახ, არა რუსულ კანონს - ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს!

რომ დაგიჭერიათ ხელში ეს რუსული კანონი, რომელიც 27 გვერდია, წაკითხვა მაინც არ გეზარებათ?!“ - განაცხადა სეფაშვილმა ოპოზიციის მისამართით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება