იაგო ხვიჩია „ოცნებას“ - ცდილობთ ქვეყანა ააცილოთ გზას, რომელიც ხალხმა აირჩია და ამის შესახებ არც ეუბნებით - თქვით: „ხალხო, ვემზადებით რეფერენდუმისთვის, რომ შემოვტრიალდეთ დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ“ - გაბედეთ

თუ დასავლეთს რუსეთი გირჩევნიათ, უნდათ თქვათ, რომ ქართველო ხალხო, ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისთვის ან პლებისციტისთვის და გვინდა მხარი დავუჭიროთ იმას, რომ შემოვტრიალდეთ დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ და ამ მიმართულებით ვიაროთ - მოდით, გაბედეთ, ჩაატარეთ რეფერენდუმი იმის შესახებ, საით მიდის ეს ქვეყანა, იყავით ქართველ ხალხთან მართალი. პოზიცია დაადეკლარირეთ, როგორც პრორუსული, - ასე მიმართა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, თუ ქართველი ხალხი რეფერენდუმში რუსეთს დაუჭერს მხარს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააგრძელოს ის საქმიანობა, რასაც დღეს აკეთებს, მანამდე კი ამის არანაირი უფლება არა აქვთ.

„ვიძახით, რომ არც კანონს ვარღვევთ, არც ევროკავშირს გზას ვეწინააღმდეგებით, არც რუსეთისკენ მივდივართ და თურმე რაღაცა სხვას ვაკეთებთ. მგონია, რომ სინამდვილეში ეს არის უპატიოსნო დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობასთან. სინამდვილეში გამოდის, რომ თქვენ ცდილობთ, ქვეყანა ააცილოთ კონსტიტუციით განსაზღვრულ გზას. იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა ათეული წლებია აირჩია. ამის შესახებ არც ეუბნებით. სინამდვილეში პრორუსულ გზას, რომელიც მინიმუმ მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ყველა, მთელს სამყაროში შენს წინააღმდეგ მიდის და მარტო რჩები, ავტომატურად აკეთებ რუსულ საქმეს, თან არ ამბობ, რომ ეს რუსული საქმეა. ამბობ, რომ ჩვენ ისევ ამერიკის და ევროპის ინტერესებს წარმოვადგენთ. ჩემი აზრით, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ეს უფრო ცუდი საქციელია, ვიდრე ის, რაც რუსეთში ხდებოდა 2012 წელს. როდესაც მათი პრეზიდენტი და სხვადასხვა თანამდებობის პირი გულწრფელად ამბობდა, რომ ჩვენ ამით ვებრძვით ამერიკულ პოლიტიკურ ფულს ან კაპიტალს. ამას ღიად ამბობდნენ და ეს დისკუსია მოიგეს არა ტყუილებით, რომ ჩვენ ამერიკელები და ევროპელები ვართ და ა.შ. ამბობდნენ, რომ ღიად ვებრძვით, არ გვინდა აშშ და შესაბამისად, ასეც ვიქცევით. მე მგონია, რომ თქვენც უნდა იყოთ გულწრფელები. თუ თქვენ დასავლეთს რუსეთი გირჩევნიათ, უნდათ თქვათ, რომ ქართველო ხალხო, ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისთვის ან პლებისციტისთვის და გვინდა მხარი დავუჭიროთ იმას, რომ შემოვტრიალდეთ დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ და ამ მიმართულებით ვიაროთ. მოიპოვეთ ამაში ხალხის მხარდაჭერა. მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ უფლება, ეს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოთ, რასაც შინაარსობრივად აკეთებთ, მაგრამ ამის ლეგიტიმაცია არ გაქვთ. ჰოდა, მოდით გაბედეთ, ჩაატარეთ რეფერენდუმი იმის შესახებ, საით მიდის ეს ქვეყანა, იყავით ქართველ ხალხთან მართალი. პოზიცია დაადეკლარირეთ, როგორც პრორუსული პოზიცია, როგორც აქვთ ალტ-ინფოს და სხვა პოლიტიკურ ძალებს და სთხოვეთ ქართველ ხალხს მხარდაჭერა. დავსვათ სარეფერენდუმო შეკითხვა: ამერიკა თუ რუსეთი? დასავლეთი თუ რუსეთი? თუ ქართველი ხალხი რუსეთს დაუჭერს მხარს, გააგრძელეთ ის საქმიანობა, რასაც დღეს აკეთებთ, მანამდე კი ამის არანაირი უფლება არა გაქვთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო