ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ისტორიულ მტრებსა და მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს - არჩევნები მალე მოვა, შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება

ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ქვეყნის ისტორიულ მტრებსა და ისტორიულ მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს - არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება! - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლილუაშვილის თქმით, უმრავლესობის კანონპროექტის რეალური მიზანი ევროპის მტრად გამოცხადება, ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა.

მისივე თქმით, ხელისუფლების რეალური მოტივი გამჭვირვალობის კუთხით დამატებით ზომების მიღება რომ იყო, მათ ალტერნატიულ საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭერდა მხარს.

„იცით ვინ იდგა გუშინ აქციაზე? - აქციაზე იდგნენ ახალგაზრდები, ის ადამიანები ვისაც მთელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში თქვენ პირდაპირ უპირისპირდებოდით, ათასგვარ კამპანიას შლიდით მათი დისკრედიტაციისთვის. ვერ შეაშინეთ ეს ხალხი, ვერ შეაშინეთ ვერც საჯარო მოხელეები. საჯარო მოხელეები ერთი წლის წინ ევროპის მხარდამჭერ აქციაზეც ასიათასობით ადამიანის გვერდით, იდგნენ - ცდილობდით დაგეშინებინათ, დასდევდით, მაგრამ ვერ გამოგივიდათ. გუშინ როცა გავედი აქციაზე, ათეულობით საჯარო მოხელე შემხვდა, რომელიც იქ იდგა და აპროტესტებდა - ვერ შეაშინებთ ამ ადამიანებს! ამბობდით, საჯარო მოხელეებს ნუ იყენებთო, არავინ არ იყენებს, ამ ხალხმა იცის რეალურად რას უკეთებთ იმ მიღწევას და მონაპოვარს, რაშიც ყველაზე მეტი ძალისხმევა მათ აქვთ ჩადებული. თუ თქვენ ამ ნაბიჯს გადადგამთ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც ერთ სიბრტყეზე დააყენებს მტერს და მოკავშირე მეგობარს. არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება!“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება