„ალდაგში“ ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება. მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ავტომობილი „ალდაგში“ ჰყავთ დაზღვეული, ამჯერად „ველი სთორის“ ონლაინ მაღაზიაში, ავტო აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს. ამასთან როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტო დაზღვევის მფლობელები „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებზე 30%-ამდე ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობა 10 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი.

„ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რაც სხვადასხვა ხელშესახები სარგებლის შეთავაზებასაც გულისხმობს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ პროექტი, რომლის თანახმადაც, დაზღვეულ მძღოლებს სხვადასხვა საჩუქარს ვთავაზობთ, რათა მათ დაზღვევასთან ერთად, მაქსიმალური კომფორტი მიიღონ. ვცდილობთ, ეს სარგებელი უშუალოდ მანქანის მოვლასთან და მძღოლის კომფორტთან იყოს დაკავშირებული. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი დაზღვეულებისთვის კიდევ არაერთი საჩუქარი გვექნება“,- აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგის“ ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

„ალდაგი“ ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება