„ბიბლუსის“ კაფე „პიატოში“ სტუმრებს ლიტერატურული მენიუ ელოდებათ - აღმოაჩინეთ კერძები თქვენი საყვარელი წიგნებიდან

დღეიდან, „ბიბლუსის“ კაფე „პიატოში“ მისულ სტუმრებს, ლიტერატურული მენიუ დახვდებათ, საიდანაც 6 კერძის დაგემოვნებას შეძლებენ.

მენიუში, ცნობილი მწერლებისა და ლიტერატურული პერსონაჟების საყვარელი ან რომანებში მოხსენიებული, კარგად დასამახსოვრებელი კერძებია თავმოყრილი, რომელთა ინტერპრეტაციაც „პიატოს“ შეფმზარეულებმა შექმნეს. უფრო დეტალურად, კერძების ჩამონათვალი ასეთია:

  • მარკ ტვენის ხრაშუნა ნაგეთსები;
  • „ტრიუმფალური თაღი“ - საქონლის ხორცი წითელ ღვინოში კალვადოსთან ერთად;
  • კარლსონის გუფთები;
  • ფრანც კაფკას ქათმის შნიცელი;
  • ჰარი პოტერის ლავა ქეიქი;
  • „საუზმე ტიფანისთან“ - ხახვის წვნიანი.

როგორც „პიატოს“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, ექსპერიმენტული მენიუ სტუმრებს გახალისებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას მისცემს:

„ბიბლუსის“ წიგნის კაფე „პიატოსთვის“ მნიშვნელოვანია ლიტერატურისა და გასტრონომიული სამყაროს გაერთიანება, რაც ვიმედოვნებთ, ჩვენს მომხმარებლებს პოზიტიურ განწყობას შეუქმნის. მენიუში ყველასთვის საყვარელი მწერლები და პერსონაჟები გავაცოცხლეთ მათ საყვარელ კერძებთან ერთად, რათა ჩვენს სტუმრებს გავახსენოთ ბავშვობა და კლასიკური ნაწარმოებების პერსონაჟები“, - აღნიშნა წიგნის კაფეების ქსელის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურული მენიუ ჯერჯერობით „ბიბლუსის“ კაფე „პიატოს“ ერთ ფილიალში, ი. ჭავჭავაძის 2 ნომერში დაგხვდებათ.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება