ჯოზეფ ბორელი - სანამ უკრაინის აღდგენაზე ვისაუბრებთ, იქამდე მისი განადგურება თავიდან უნდა ავიცილოთ

სანამ უკრაინის აღდგენაზე ვისაუბრებთ, იქამდე მისი განადგურება თავიდან უნდა ავიცილოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ერთ წელიწადში შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. სანამ უკრაინის აღდგენაზე ვისაუბრებთ იქამდე, მისი განადგურება თავიდან უნდა ავიცილოთ. Patriot-ის სისტემების ყიდვა უფრო იაფია, ვიდრე ელექტროსადგურის აღდგენა, რომელიც რუსებმა მიზანში ამოიღეს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპული ვალდებულებების შესასრულებლად უფრო მეტის გაკეთება ყველას შეუძლია და რომელიმე ერთი სახელმწიფოს გამოყოფა არ ღირს.

„ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად მეტის გაკეთება ყველას შეუძლია. ჩემი როლი არა რომელიმე სახელმწიფოს გამოყოფა, არამედ, საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაა“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის სამხედრო საჭიროებების განსახილველად 22 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართება.

„ძალთა ბალანსი უნდა აღვადგინოთ. ამ ამბავში ასიმეტრიაა: რუსეთს გამარჯვება არ სჭირდება, მათთვის საკმარისია, რომ არ დამარცხდნენ. მეორე მხრივ, უკრაინას შეჭრის მოსაგერიებლად გამარჯვება სჭირდება. ჩვენზეა დამოკიდებული, უზრუნველვყოფთ თუ არა უკრაინას საჭირო შეტევითი შესაძლებლობებით“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება