სხვადასხვა ონლაინ მედიის რედაქტორი სახალხო დამცველის აპარატში შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს

სხვადასხვა ონლაინ მედიის რედაქტორი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დღეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.

როგორც მათ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, ამის მიზეზი არის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც უკვე მეორე დღეა საქართველოს პარლამენტში ონლაინ მედიას შესვლა შეზღუდული აქვს.

ონლაინ გამოცემის რედაქტორები და ჟურნალისტები მოითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული ბრძანება დისკრიმინაციულად დადგინდეს.

შალვა პაპუაშვილის უკანონო ბრძანებით, ორი დღის განმავლობაში არ გვიშვებენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ბატონი პაპუაშვილის ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული, ის გვდევნის ონლაინ მედიას იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" რუსული ნარატივისგან განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს "რუსულ კანონთან" მიმართებით. ამიტომ, ონლაინ მედიის რედაქტორებმა გადავწყვიტეთ და 6-ის ნახევარზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შევიტანთ საჩივარს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ. მოვითხოვთ დისკრიმინაციის დადგენას უმოკლეს ვადებში, რათა მუშაობის განახლების შესაძლებლობა მოგვეცეს",-განაცხადა ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს. შენობაში მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ შევიდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა