დავით მათიკაშვილი - "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია" არ არის განმარტება, ეს არის ფაქტი - ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას

„უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არ არის განმარტება, ეს არის ფაქტი. ფაქტია, რომ ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებს გარკვეულ ნაწილს საქართველოში კარგ საქმეებთან ერთად ექსტრემიზმი და ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაც აქვთ დაფინანსებული.

„უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის სტიგმაო. ჯერ ერთი, სად ნახეთ თქვენ, რომ აქ რომელიმე ქვეყანაზე იყოს საუბარი, როგორც ერთმნიშვნელოვნად მტრულად ჩამოყალიბებულ ძალაზე? და მეორე, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არ არის განმარტება, ეს არის ფაქტი. ფაქტია, რომ ის, ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას. ამ მოცემულობაში, საქართველოში, სწორედ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს, ერთის მხრივ აქვთ უამრავი კარგი და კეთილი საქმე გაკეთებული, სამართლებრივი რეფორმიდან დაწყებული აგრარული რეფორმისა და სოფლის მეურნეობით დასრულებული. ამავდროულად, იმავე სახის ორგანიზაციებს აქვთ ექსტრემიზმი დაფინანსებული, ეკლესიის წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებები აქვთ დაფინანსებული და ასევე მოლოტოვის კოქტეილების სროლა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება