მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა გასცა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდავური გამოცემა NewsMaker საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახლა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური გადაწყვეტილება PAS პარტიის დეპუტატების მოთხოვნას მოჰყვა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 20 ოქტომბერი ჰქონდათ აღნიშნული.

თუ მოლდოვის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ ქვეყნის კონსტიტუციაში რამდენიმე შესწორება იქნება შეტანილი. კერძოდ, კონსტიტუციის პრეამბულაში მოლდოვის ევროპული იდენტობისა და ევროპული გზის უცვლელობის შესახებ ჩანაწერი გაჩნდება.

ასევე, კონსტიტუციაში ცალკე მუხლი გაჩნდება “ევროპული ინტეგრაცია”. მასში აღნიშნული იქნება, რომ მოლდოვა უერთდება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებს და აქტებს, რომლებიც ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებების გადახედვას ითვალისწინებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს