მამუკა მდინარაძე - 27-მა ქვეყანამ ელჩების პირით გვითხრა, სააკაშვილი კვდება, გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა, არ გავათავისუფლეთ და მართლები აღმოვჩნდით - დღეს გვეუბნებიან, კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ, რადგან ქართულია

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მიმართა, რომ მას მხოლოდ ის მოსწონს „რასაც ავალებენ“.

„არც რუსს უნდა და არც სხვა ვინმეს. შენ რასაც გავალებენ, ის მოგწონს. ამაშია ჩვენს შორის განსხვავება. შენ გავალებენ ახლა, რომ სხდომის დროს წამოხტე. დეკლარაციის შევსების გეშინიათ თქვენ და თქვენს მეგობრებს.

შარშანწინ 27-მა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ. მარტო აღმოვჩნდით და მართლები აღმოვჩნდით. მერე ყველამ თქვა, რომ არა, არ კვდებაო, აღარ აღმოვჩნდით მარტო. ახლა აღარავინ აღარ ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას.

დღეს გვეუბნებიან, რომ ეს კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ იმიტომ, რომ ქართულია და შემდეგ 27-ვე ქვეყანა იქნება იგივე აზრზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება