ნიკა გვარამია - აქ ვიდგებით, რადგან თუ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს მიიღებენ, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ - დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ

პარლამენტის შენობიდან ისე არ გამოუვათ გამოსვლა, რომ არ დაგველაპარაკონ. დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ, გამართულ აქციაზე პოლიციის კორდონმა აქციის მონაწილეებს საშუალება არ მისცენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მისულიყვნენ, საიდანაც დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოვიდნენ.

გვარამიას თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები უნდა დაელაპარაკონ მათ.

„დღეს აქ [პარლამენტის უკანა შესასვლელი] ვიდგებით, იმიტომ, რომ თუ მიიღებენ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ. აქ არიან ადამიანები, მათ შორის „ახალის“ წევრები, რომლებმაც თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა და დაელაპარაკონ, არა მხოლოდ მათ, არამედ ყველას, რადგან ჩვენი სამშობლოს ბედი წყდება.

პარლამენტის შენობიდან ისე არ გამოუვათ გამოსვლა, რომ არ დაგველაპარაკონ. დუმილის უფლებას არ გამოვაყენებინებთ“,- განაცხადა გვარამიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება