ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - ანეკდოტური მდგომარეობაა: ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლები გეუბნებიან, კანონი არ არის ჩვენიო და ეუბნებით, თქვენიაო - რუსეთში, დუგინი, პესკოვი გეუბნებათ, ჩვენია, ეს გზა ჩვენც გავიარეთო და ეუბნებით, არ არის თქვენიო

როდემდე არ აპირებთ შეიმჩნიოთ მთელ ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აქტორი - ქართველი ხალხი? ვერ დაინახეთ გუშინ ათობით ათასი ადამიანი? ვერც 1 წლის წინ ვერ დაინახეთ ათობით ათასი ადამიანი?- ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

მან პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, დაელაპარაკონ ხალხს, თუ მათთან სალაპარაკო პირი აქვთ.

„კი გასაგები იყო, რომ კომპასი გაქვთ არეული, მაგრამ ანეკდოტური მდგომარეობაა - ევროპის და ამერიკის წარმომადგენლები გეუბნებიან, რომ ის კანონი, რომელიც ახლა ხელში გაქვთ არ არის ჩვენიო და თქვენ ეუბნებით - თქვენიაო. რუსეთში, დუგინი, პესკოვი გეუბნებათ, რომ ჩვენია, ეს გზა ჩვენც გავიარეთო და თქვენ ეუბნებით არ არის თქვენიო. საფრანგეთის ელჩი, გერმანიის კანცლერი, ამერიკის ელჩი, ყველა გეუბნებათ, რომ ეს ცუდი კანონია და ჩვენ მსგავსი არაფერი გვაქვსო, თქვენ მაინც იტყუებით. როდემდე არ აპირებთ შეიმჩნიოთ მთელ ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აქტორი - ქართველი ხალხი? ვერ დაინახეთ გუშინ ათობით ათასი ადამიანი? ვერც 1 წლის წინ ვერ დაინახეთ ათობით ათასი ადამიანი - გადით, ელაპარაკეთ და დაინახავთ, თუ გაქვთ მათთან სალაპარაკო პირი“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს