CIU-ში ფსიქოლოგ ზურა მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივესტიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ფსიქოლოგ ზურა მხეიძის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „მოტივაცია და კარიერული განვითარების გზების ძიება“. ინფორმაციას CIU ავრცელებს.

„შეხვედრაზე ფსიქოლოგმა აუდიტორიას სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე გააცნო მოტივაციისა თუ დემოტივაციის ძირითადი წყაროები, კარიერული განვითარების შესაძლებლობები, დროის სწორი მენეჯმენტის მნიშვნელობა და სხვა ფსიქოლოგიური ასპექტები, შეხვედრის მეორე ნაწილში კი მსმენელთა კითხვებს უპასუხა.

საჯარო შეხვედრას მოდერაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაჭვაძემ გაუწია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა