ბსუ-ს რექტორი FERRANDI Paris-ის მასპინძლობის უმაღლეს სკოლაში იმყოფებოდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია და დეკანის მოადგილე ნანა გიორგაძე ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საფრანგეთის მასპინძლობის მოწინავე უმაღლეს სკოლა FERRANDI Paris-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ვიზიტი მოიცავდა მოკლე და გრეძლვადიანი პროგრამების წარდგენას, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაცნობას, თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენას სტუდენტთა სტაჟირებისა და აკადემიური მობილობის მიმართულებით.

შეხვედრებს პარიზსა და დიჟონში პარიზის სავაჭრო პალატა, FERRANDI Paris-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოს ელჩი საფრანგეთში მასპინძლობდნენ.

ვიზიტი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით დაიგეგმა და მასში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროფესიული კოლეჯის „ბლექ სი” და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება