მამუკა ხაზარაძე - ბევრი ღალატი გვინახავს, მაგრამ პირველად ხდება, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ხელის მოწერით, დოკუმენტურად აფორმებენ ჩვენი ქვეყნის მომავალს რუსეთზე

ბევრი ღალატი გვინახავს, მაგრამ პირველად ხდება, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელ საქართველოში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ხელის მოწერით, დოკუმენტურად აფორმებენ ჩვენი ქვეყნის მომავალს რუსეთზე, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამჭვირვალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამასთან, მან მიმართა აქციაზე მობილიზებულ პოლიციელებს, რომ როცა ისინი სახლში მივლენ და მარტო დარჩებიან, მიხვდებიან თუ რა მომავალი ექნებათ მათ ოჯახებსა და შვილებს.

„ჩემო ძმებო, საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როცა ქართველების ხელით ფორმდება ჩვენი ქვეყანა რუსეთზე. თქვენც, როცა სახლში მიხვალთ, და ყველა ჩვენგანი მარტო რომ დავრჩებით მივხვდებით ერთ რამეს: თქვენ, თქვენს ოჯახებს და შვილებს ხვალ რა მომავალი ექნება. ბევრი ღალატი გვინახავს, მაგრამ პირველად ხდება, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელ საქართველოში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ხელის მოწერით, დოკუმენტურად აფორმებენ ჩვენი ქვეყნის მომავალს რუსეთზე. დუგინი, პესკოვი და პუტინი გაქებს და თავისუფალი სამყარო გეუბნება, რომ ეს არ არის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზა, იზოლაციაში მოყვები, ეს არ არის შენი შვილების გზა - ამას გეუბნება მთელი მსოფლიო, სადაც ჩვენმა ბიჭებმა სულ რაღაც ორ თვეში ფეხბურთი უნდა ითამაშონ და ჩვენი დროშა უნდა წაიღონ და სიამაყით აწიონ მაღლა. მინდა მივმართო ყველას: ჩემო მეგობრებო, არანაირი კავშირი ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს] გამჭვირვალობასთან არ აქვს. აიღეთ რუსული და ქართული კანონი, ერთ-ერთშია გადმოკოპირებული. რუსეთში არ დარჩა არცერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, დამოუკიდებელი მედია და თავისუფალი, არასამთავრობო საზოგადოება, რომელიც იცავს თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება