ბაჩო დოლიძე - საქართველოში რუსული იდეა ვერ ითარეშებს, გამორიცხულია

არჩევნების დღეს უნდა მიხვიდე და გადახაზო რუსული ხელისუფლება - არ არსებობს, რუსული იდეა ვერ ითარეშებს! გამორიცხულია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ხელკეტებით უსწორდებოდნენ ბავშვებს, გოგოებს.

“არ ვიცი, რაში სჭირდებოდათ ამ ბავშვების ცემა ასე გამეტებით. ჩემს თვალწინ განვითარდა მოვლენები, პარლამენტის უკან როგორ გადმოხტნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები რეზინის ტყვიებით. რეზინის ტყვიები არ უსროლიათ, მაგრამ დამიზნებით წამოვიდნენ პროვოკაციაზე, შემდეგ ხელკეტებით უსწორდებოდნენ ბავშვებს, გოგოებს. არ ვიცი, რაში დასჭირდათ ამ ბავშვების დაჩაგვრა. პასუხს გავცემთ, ფორმებთან დაკავშირებით ვიფიქრებთ ეს იქნება აქცია, თუ არჩევნების დღე, კალმით უნდა მიხვიდე და გადახაზო რუსული ხელისუფლება. პარტიებთან გვექნება კომუნიკაცია, არსებობს საორგანიზაციო ჯგუფი, გეგმაზე შევჯერდებით. საბოლოო ჯამში, იმას, რაც დღეს ხდება ორგანიზება არ სჭირდება, ეს არის ბუნებრივი პროტესტი რუსეთზე. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 21-ე საუკუნეში, საქართველოში, არ არსებობს, რუსული იდეა ვერ ითარეშებს! გამორიცხულია”,-აღნიშნა დოლიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია