„პუბლიკას“ და „ტაბულას" ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა მათი ჟურნალისტები ცემეს

„პუბლიკასა“ და „ტაბულას“ ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველები მათ ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც „პუბლიკა“ წერს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს.

"ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს",- წერს გამოცემა.

ამასთან, როგორც „ტაბულას“ რედაქტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჟვანიას ქუჩაზე, „ტაბულას“ ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და პირადი მობილური წაართვეს, როცა იგი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

„ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. რუსული, ღორი რეჟიმის დაცვაში სპეცრაზმი იქცევა ველურივით. ჯერ მობილური დააბრუნეთ და დანარჩენს მოგხედავთ“, - წერს „ტაბულას“ რედაქტორი ლევან სუთიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება