ჯეიკ სალივანი - აშშ ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს

შეერთებული შტატები, უახლოეს მომავალში, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი კოორდინაციაშია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის „დიდ შვიდეულთან“ და კონგრესის ლიდერებთან, ყოვლისმომცველი პასუხის გასაცემად. უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატები დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მისი სარაკეტო და უპილოტო პროგრამის ჩათვლით, ასევე ახალ სანქციებს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და ირანის თავდაცვის სამინისტროს მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ“, - განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორებიც უახლოეს მომავალში დააწესებენ.

მანამდე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გამოიყენებს სანქციებს „ირანის რეჟიმის საზიანო და დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობის აღსაკვეთად“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება