ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს

ევროკავშირი, ისრაელზე თეირანის თავდასხმის საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ სანქციების გასაფართოებლად მოემზადება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

ბორელის თქმით, ის მხარს უჭერს წინადადებას და დიპლომატები იმუშავებენ მასზე უახლოეს დღეებში, რათა მინისტრებმა კვლავ განიხილონ ის ორშაბათს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ასევე დააყენა ირანის დომინანტური სამხედრო ძალის, რევოლუციის გვარდიის კორპუსის სანქციების დაწესების საკითხი, თუმცა ჯოზეფ ბორელმა კვლავ დააფიქსირა ევროკავშირის პოზიცია, რომ კორპუსი შეიძლება მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელდეს, თუ ევროკავშირი აღმოაჩენს, რომ ჯგუფი ტერორისტულ საქმიანობაშია ჩართული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება