ერაყის პრემიერი - ისრაელზე ირანის თავდასხმის დროს ერაყს დრონები და რაკეტები არ გაუშვია

ერაყის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ შია ალ-სუდანი უარყოფს ისრაელის განცხადებას, რომ ქვეყანაზე თავდასხმის დროს ზოგიერთი რაკეტა ერაყის ტერიტორიიდან გაუშვეს.

”იმ სამხედრო ანგარიშებით, რაც მივიღეთ, არ დასტურდება, რომ ერაყიდან რაკეტა ან დრონი გაუშვეს. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია მკაფიოა : არ ვაძლევთ უფლებას არცერთ არასამთავრობო ორგანოს გამოიყენოს ერაყი ბრძოლაში დასაბრუნებლად. ვიყენებთ სამართლებრივ პროცედურებს ერაყის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ერაყის კონფლიქტიდან დისტანცირების მიზნით,” - განაცხადა ალ-სუდანმა CNN-თან ინტერვიუში

ერაყის პრემიერი ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს