პენტაგონი - ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან თავდაცვითი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩინეთის თავდაცვის მინისტრს, დონგ ჯუნს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან თავდაცვითი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

ლოიდ ოსტინმა დონგ ჯუნთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთმა ნაოსნობის თავისუფლებას პატივი უნდა სცეს, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

„დონგ ჯუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთის მთავარი ინტერესების ცენტრს წარმოადგენს, აშშ-მა ჩინეთის მტკიცე პოზიცია უნდა აღიაროს, ჩინეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და საზღვაო უფლებებს პატივი უნდა სცეს“, - ნათქვამია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ეს აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრს შორის ბოლო 18 თვის განმავლობაში პირველი საუბარი იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება