ეზიდები ახალ წელს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს, ახალ წელს ულოცავს მშვიდობასა და მათ კეთილდღეობას უსურვებს.

„აიდა სარსალე ეზიდური რელიგიური კალენდრის თანახმად, ახალი წლის დღესასწაულია, რომელსაც ახალი წლის წმინდა ოთხშაბათის დღესასწაულსაც უწოდებენ.

აიდა სარსალე აყვავების, ცხოვრების განახლების უძველესი ზეიმია, რომელიც სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს. ეზიდებს სწამთ, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი ტაუსი მალაკი დაეშვება ზეციდან და აკურთხებს მიწას. ამ დღეს ყოველ ოჯახში, სამყაროს მრავალფეროვნების ნიშნად, სხვადასხვა ფერად იღებება კვერცხი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ახალ წელს ულოცავს საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება