კახა კალაძის განცხადებით, 1 წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1 წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის შემცირება მნიშვნელოვანია.

„იცით, ჩვენ თავიდან ნათქვამი გვქონდა 200 ერთეული ავტობუსის შეძენა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, გასულ წელს 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ.

წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ 18 - მეტრიან ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეთა მოტორსი“, რომელიც მოგვაწვდის „მანის“ მარკის 40 ერთეულს, რომელიც გაზზე მომუშავეა, ისეთივეა, როგორიც დღეს თბილისში გადაადგილდება.

ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასთვის კომფორტული, ყველასთვის ხელმისაწვდომი. ადამიანებს გაჩერებაზე დიდხანს არ უწევდეთ ლოდინი, ლოდინის დროის შემცირება მნიშვნელოვანია. 1 წელში უნდა მოხდეს ავტობუსების მოწოდება“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება