ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაციაც პირველი აპრილიდან დაიწყო და 18 თვეში დასრულდება.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული შენობის რეკონსტრუქცია- კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს. რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი; ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები, ლიფტები. გადაიხურება ტრიბუნები და VIP ლოჟა. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

ამასთან, თვითმმართველობის წარმომადგენლები დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება