პაატა მანჯგალაძე - ყვავილებით მორთული და საქართველოს თავისუფლებაზე მომღერალი გოგო-ბიჭების დაუნდობელმა დარბევამ ნათლად გამოაჩინა „რუსული კანონის“ რეალური მიზანი და ხელისუფლების სახე

ამ კანონის მიზანია საქართველო მოწყვიტოს ცივილიზებულ მსოფლიოს და დაგვტოვოს რუსულ ჭაობში - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა და “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ერთ მხარეს არიან მსოფლიო ლიდერები და მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ და „ზარქუას მსგავსი მასხარების განცხადებები.“

„გუშინ ყვავილებით მორთული და საქართველოს თავისუფლებაზე მომღერალი გოგო-ბიჭების დაუნდობელმა დარბევამ ნათლად გამოაჩინა სინამდვილეში „რუსული კანონის“ რეალური მიზანი და ხელისუფლების სახე. ამ კანონის მიზანია საქართველო მოწყვიტოს ცივილიზებულ მსოფლიოს და დაგვტოვოს რუსულ ჭაობში.

შესაბამისად, არჩევანი მარტივია: ერთ მხარეს არიან მსოფლიო ლიდერები, ვნახეთ ჩვენ შარლ მიშელის, ნატო-ს გენერალური მდივნის, სახელმწიფო დეპარტამენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებები, რომ ეს კანონი პირდაპირ ბლოკავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას და მეორე მხარეს არის “ქართული ოცნების” და ზარქუას მსგავსი მასხარების განცხადებები, რომ თითქოს ეს კანონი არის ამერიკული და ევროპული.

ქართველმა ხალხმა ბევრჯერ წარმატებით ჩააბარა თავისუფლებისა და ღირსების ტესტი და ახლაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას, რომელიც ღიად ჩადგა ანტიქართული საქმისა და მტრის სამსახურში.

ვანახოთ ჩვენი ძალა მტერს და ჩვენი ერთიანობისა და თავისუფლების სიყვარული მოყვარეს! ამიტომ დღეს ყველანი რუსთაველზე საქართველოსთვის! საქართველო გაიმარჯვებს!” - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს