„არა რუსულ კანონს“, „არა რუსეთს!“ - ამ შეძახილებით მიმართავენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტთან იმყოფებიან

„არა რუსულ კანონს!“ - ამ შეძახილებით მიმართავენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოქალაქეები, რომლებიც ამ წუთებში პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან იმყოფებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს აპროტესტებენ.

კანონპროექტის განხილვის პარალელურად მოქალაქეები სკანდირებენ “არა რუსულ კანონს”, “არა რუსეთს”. ასევე ისმის საყვირების ხმაც.

როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აზიანებს საქართველოს უმთავრეს და ისტორიულ არჩევანს - გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულია პოლიცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება