ლევან ნატროშვილი - ხდება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი - ხელისუფლების მიერ თავისი მცდელობის გატანა, ქვეყნისთვის იქნება პირველი ნაბიჯი უფსკრულისკენ

ქვეყანას დასახული აქვს ის რეფორმები, რომელიც უნდა გაატაროს და ამ დროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ხდება, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, კანონპროექტი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს, რუსულია.

"ცხადი გახდა საზოგადოებისთვის, თუ რაც ხდება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მე-2 წელია ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს, აშკარად და ცალსახად, რუსული კანონი მიიღოს ამ ქვეყანაში - ქვეყანაში, რომელიც ცდილობს ევროკავშირის წევრი გახდეს. ქვეყანას დასახული აქვს ის რეფორმები, რომელიც უნდა გაატაროს და ამ დროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ხდება. ეს ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ევროკავშირში გაწევრიანება არის ამ ქვეყნისა და საზოგადოების არჩევანი და საზოგადოებასთან დაპირისპირება იარლიყის მიკერებისა და ხალხის გახლეჩის მცდელობით ხდება. ხელისუფლება დანაპირებს არ ასრულებს, სიტყვას მუდმივად ტეხს და ევროპულ ინტეგრაციაზე უარს ამბობს, ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. ადამიანებს ჩაგრავენ, გუშინაც ვნახეთ, რომ დაარბიეს და სცემეს ადამიანები. გაუმართლებელ ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. ასეთი მაგალითი საქართველოს მეზობელ ქვეყანაში გვაქვს - რუსეთში. იგივე გზა გაიარა რუსეთმაც და დღეს დიქტატორია. იქ მიდის საქართველოც და ჩვენი ვალია მაქსიმალურად შევეწინააღმდეგოთ მიდრეკილებებს და მცდელობებს, რომელიც ხელისუფლებას გაჩნია. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართული საზოგადოება კარგად იაზრებს რა ხდება, რა საფრთხე ემუქრება და თუ საჭირო გახდა, გამოვა, ბევრჯერ გამოვა სამშობლოს ინტერესების დასაცავად. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თავისი არ გავატანინოთ, თორემ ეს იქნება პირველი ნაბიჯი უფსკრულისკენ, რომელიც ამ ქვეყანას ელოდება. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას იაზრებს და გაითვალისწინებს საკუთარი მოქმედებების დაგეგმვის დროს," - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მე-3 დღეა მართავენ. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის პირველი მოსმენით განხილვასაც დეპუტატები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აგრძელებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება