დიმიტრი მედვედევი - თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართულ ჩხუბში გადავიდა - ყველა მსგავსი აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი „ჰოლივუდის“ ხელია

თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში მხიარულ ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს. ყველა მსგავსი აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი „ჰოლივუდის“ ხელია. მთავარი, რაც „მომიტინგეებს“ არ მოსწონთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ, ხედავთ, ეს არის „რუსული იდეა“ და არა დასავლური ინიციატივა.

სხვათა შორის, ერთი წლის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის, პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული „კმაყოფილება“ გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი კანონის წინა პროექტი გაიწვია. იმის გამო, რომ (სიტყვასიტყვით) დოკუმენტი „ევროატლანტიკურ ღირებულებებთან შეუთავსებელი“ იყო. მართალია, ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა ატლანტის ოკეანე არ არის, Georgia - საქართველო არ არის, სახელების მსგავსების მიუხედავად“, - წერს დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

ამასთან, მედვედევი აცხადებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონები მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს.

„ამავდროულად, ევროკავშირი ახლა უცხოური აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას გეგმავს. უფრო მკაცრის, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ის 1938 წლიდან მოქმედებს და იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ფართო სპექტრის საქმიანობას სერიოზულად ზღუდავს, რომლებიც უცხოური სტრუქტურებისა და მოღვაწეების ინტერესებს წარმოადგენენ. ეს არის ამერიკული კანონი და ის საუკეთესოა. ვფიქრობ, უცხოური აგენტებისთვის სიკვდილით დასჯაც რომ ყოფილიყო, ვაშინგტონი ასეთი რეპრესიების გამართლებასაც იპოვიდა. განსხვავებით ქართული, ყირგიზული ან სრულიად ლოიალური რუსული კანონისგან, რომელიც უცხოელ აგენტებს საქმიანობის ნებას რთავს, მაგრამ სავსებით სამართლიანად, მათგან გამჭვირვალობას მოითხოვს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში, ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას ხელს უშლის. უცხოური აგენტების შესახებ კანონები მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს. მათ შორის ისრაელშიც, ან (ბევრად უფრო მკაცრი) უნგრეთში ან ავსტრალიაში. მაგრამ, ვაშინგტონი და ბრიუსელი ყველაფრით საკმაოდ კმაყოფილი არიან. არანაირი პრეტენზია და დაგმობა“, - განაცხადა მედვედევმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო