ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა, მათ მიმართა ათეულობით ადამიანმა, დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო

გუშინ, აქციის დროს მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა. დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაშავებულებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

“სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ადგილზე არ იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილ მოქალაქეებს არ ჰქონდათ პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის ექიმთან მიმართვის შესაძლებლობა. აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა, მათ მიმართა ათეულობით ადამიანმა, დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო. თითოეულ მათგანს შესაბამისი დახმარება ჩაუტარდათ“, - აღნიშნა გაბუნიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება