ბექა ლილუაშვილი - „ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის

„ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ამაში ვერც საჯარო მოხელეები და ვერც საკუთარი ამომრჩევლები ვერ დაარწმუნა.

„პირველ რიგში, მინდა ისევ მადლობით დავიწყო და მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გუშინაც იდგა აქციაზე, სწორად გაიგო ჩვენი დასავლელი მეგობრების და პარტნიორების განცხადებები, განსხვავებით მმართველი ძალისგან, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ევროპულთან და გვაშორებს ევროკავშირს, რაც უკვე ნიშნავს, რომ ეს კანონი რუსულია.

„ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის. მათ შორის: ვერ დაარწმუნა ვერც საჯარო მოხელეები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და ვერც საკუთარი ამომრჩეველი, რომლებიც გუშინაც ბევრი ვიხილეთ აქციაზე.

პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსების ამოცანა კი არის, რომ არ დავუშვათ ამ კანონის მიღება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანად. ამაზე კი მთელი პასუხისმგებლობა „ოცნების“ მხარესაა, რომელიც ბოლო პერიოდში უშედეგოდ ცდილობს ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს. ამ ყველაფერს მოქალაქეებმა მტკიცე ერთიანობით და სიმშვიდით უპასუხეს, სწორედ ეს ერთიანობა იქნება გზა არჩევნებამდეც, სადაც უკვე „ოცნება“ ოფიციალურად გამოცხადდება დამარცხებულად, რადგან „ოცნება“ უკვე დამარცხდა ამ ქვეყნის მომავალთან“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო