მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო

საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ- მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 % აქვს მიტაცებული! საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში!

რუსეთის ბრძოლა საქართველოში იყო და იქნება მიმართული სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ!

დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ:

ებრძვიან სახელმწიფოს!

ებრძვიან თავისუფალ აზრს და სიტყვას!

ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე!

არ უნდათ არჩევნები!

მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე.

რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება და ნუ გახდებით ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც დღეს ებრძვის მთავარს - ქართულ სახელმწიფოს!

საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი!

დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო!“-წერს მაკა ბოჭორიშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო