ანა დოლიძე - ხელისუფლებამ თავის თავს ძალიან დაუშავა - პირველ რიგში, ოდნავ პროდასავლურად განწყობილ თავის ამომრჩეველს ჩამოეხსნა

ხელისუფლებამ თავის თავს ძალიან დაუშავა. პირველ რიგში, ოდნავ პროდასავლურად განწყობილ თავის ამომრჩეველს ჩამოეხსნა. ვის უნდა ასოცირება ორჯონიკიძესთან, ვორონცოვთან, იმპერიულ მმართველობასთან? არავის! -ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტით ხელისუფლება დაზიანდა.

„ჩვენ, ერთი თვის წინ, ზუსტად ვნახეთ, როგორ დამთავრდა ეს პროცესი ყირგიზეთში. როგორ მიაცემინა რუსეთმა ყირგიზეთს რეალურად ფიცი რუსეთის იმპერიისთვის. იგივე მეორდება აქ. ეს არ იქნება ცალკე, მარტო კანონი, ეს იქნება შეტევა მედიაზე, ყირგიზეთში ასე მოხდა. ცალკე არასამთავრობო სექტორის, ცალკე მედიის, ცნობილი ონლაინ-ვებსაიტების დახურვა. ეს არის რუსული იმპერიული დავალება, რომლის ამოცანა არის დამთავრდეს ჩვენი ევროპული სვლა. ასე გველაპარაკებიან - გეყოთ, სადამდეც წახვედით და აქ უნდა დასრულდესო! ამიტომ, აქ წინააღმდეგობა არ არის კანონზე, წინააღმდეგობა არის რუსეთის იმპერიულ დღის წესრიგზე“, - განაცხადა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება