დავით ბაქრაძე - მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, სანამ გაქვთ პოლიტიკურად და ადამიანურად გადარჩენის შანსი, უარი თქვით ამ კანონზე, ქვეყანას აარიდეთ უმძიმესი შედეგები და თქვენ თავს აარიდეთ კატასტროფული მომავალი

მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, სანამ გაქვთ პოლიტიკურად და ადამიანურად გადარჩენის შანსი, გაიწვიეთ ეს კანონი, უარი თქვით ამ კანონზე. ამით ქვეყანას აარიდეთ უმძიმესი შედეგები და თქვენ თავს აარიდეთ კატასტროფული მომავალი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

დავით ბაქრაძე პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან აქციაზე იმყოფება, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ. მისი თქმით, ჯერ კიდევ სახეზეა არმიღებული კანონპროექტის შედეგები.

“კანონი ჯერ არ არის მიღებული და უკვე ვხედავთ, კანონის შედეგებს - დაპირისპირებულ საზოგადოებას, ქუჩაში გამოსულ ათეულობით ათას ახალგაზრდას, ვხედავთ სპეცრაზმს, რომელიც ამ ახალგაზრდებს დასდევს, ვხედავთ მეგობრებს, რომლებიც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოსთვის ევროპული კარი იკეტება და ვხედავთ რუსებს, რომლებიც ამ ყველაფრით არიან კმაყოფილი და აღფრთოვანებული. ეს არის უმძიმესი შედეგები ქვეყნის შიგნით და გარეთ. მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას”, სანამ გაქვთ პოლიტიკურად და ადამიანურად გადარჩენის შანსი, გაიწვიეთ ეს კანონი, უარი თქვით ამ კანონზე და ამით ქვეყანას აარიდეთ უმძიმესი შედეგები და თქვენ თავს აარიდეთ კატასტროფული მომავალი. საზოგადოება არ გაჩერდება და არ უნდა გაჩერდეს, საქართველო არ იქნება რუსეთი, საქართველოში არ იქნება პუტინიზმი. საქართველო იქნება ევროპის ნაწილი. შესაბამისად, პროტესტი გაგრძელდება. კანონპროექტს რომ პირველი მოსმენით მიიღებენ, ეს არაფერს ცვლის. პროცესებუ გაგრძელდება, მეტი ადამიანი ჩაერთვება პროცესში. გამოსავალი არის ერთი, ქვეყანა უნდა დამშვიდდეს, დაწყნარდეს და გააგრძელოს ევროპული მომავლისკენ სვლა. ამ ყველაფერს სჭირდება ამ კანონის დაუყოვნებლივ გახმობა”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება