მამუკა მდინარაძე - ჩვენი მთლიანი მხარდაჭერა, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას!

პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ [ოპოზიციონერები], სახეში აგური რატომ მოხვდაო, რომელიმემ ახსენა? ჩვენი მთლიანი მხარდაჭერა, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ფეხბურთელების მიერ გაკეთებულ გზავნილებზე და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის" არხებმა, “ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის განცხადებები გააყალბეს და მათი გზავნილებიდან სიტყვა "მშვიდობა" ამოიღეს, რადგან, ეს სიტყვა "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება”.

“ნამდვილ ევროპულობას ჩვენი მხარდაჭერა, მართლაც, ბიჭებმა რომ დაწერეს, ფეხბურთელებმა - აბა რა უნდა ქნან?! აღარ იციან საიდან შეუტიონ, ნუ ჩარევთ მეთქი, ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია, საერთო ღირებულებებია, საერთო ეროვნული ინტერესია - არა, უტევენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ბიჭებმა დაწერეს მართლა. რა ქნეს? მაგალითად, რა ქნა "ნაცმოძრაობის" არხმა? - ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა "მშვიდობა" ამოუღეს, წარმოიდგინეთ რა თეორიებში არიან, რა ეჭვებში და ავადმყოფობაში არიან - სიტყვა "მშვიდობას" ხშირად "ქართული ოცნება" ახსენებს, მათი დამსახურებაა და ამ ბიჭებმა ახლა რომ ახსენეს ეს, დანარჩენი საერთო ტრენდში ჩაჯდა, მაგრამ აქ არ ვარგაო და გაუყალბეს, წარმოიდგინეთ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება