ლევან ხაბეიშვილი - დავალება აქვთ კრემლიდან, რომ უარი თქვან ევროკავშირზე, ამიტომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ქართველის აქტიურობა - ეს ვერ იქნება პარტიული პროცესი

ამ ადამიანებს დავალება აქვთ კრემლიდან, რომ უარი თქვან ევროკავშირზე, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ქართველის აქტიურობა. ეს ვერ იქნება პარტიული პროცესი, ეს არის ეროვნული პროცესი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსები, როგორც რიგითი ადამიანები, აქციას შეუერთდებიან.

„ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ადამიანებს დავალება აქვთ კრემლიდან, რომ უარი თქვან ევროკავშირზე, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ქართველის აქტიურობა. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს ვერ იქნება პარტიული პროცესი, ეს არის ეროვნული პროცესი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა. ჩვენ, ამ დღეების განმავლობაში, მაქსიმალურად ვეცადეთ გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, მათ შორის ვისაც არ სჯეროდა ამ ხელისუფლების განზრახვის, რომ ევროკავშირს საბოტაჟირებდნენ. ამ დღეებმა ხომ ნათლად აჩვენა ეს ყველაფერი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის ელჩი, გერმანიის კანცლერი, შარლ მიშელი, სპორტსმენები - ილია თოფურია, შოთა არველაძე, გიორგი მამარდაშვილი და ყველა საერთოდ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ყველას უნდა, მსახიობებს, მოცეკვავეებს. ჩემო ძვირფასებო, ვინც გვიყურებთ, არ მოგწონთ რომელიმე პოლიტიკური პარტია? თქვენი ქვეყნისთვის მოდით და დადექით იქ. არ მოგწონთ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი? თქვენი ქვეყნისთვის მობრძანდით და დადექით იქ. ჩვენ როგორც რიგითი ადამიანები ისე გიერთდებოდით ამ დღეების განმავლობაში და ასევე რიგითად ვაპირებთ თქვენთან ერთად დგომას და ბრძოლას. ჩვენ რაც შეგვეძლო პარლამენტში, იქნებ რაღაცნაირად ხელი შეგვეშალა, იქნებ შესაძლებელი იყო, რომ გადაგვეფიქრებინა მათთვის რუსული კანონის მიღება, მაგრამ კონკრეტული დავალება აქვთ და ეს ხალხი გააკეთებს იმას, რასაც ახლა აკეთებს. ჯერი ქართველ ხალხზეა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოკლე დროა დარჩენილი იმისთვის, რომ ის ხელისუფლება, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, შევცვალოთ კოალიციური მთავრობით და შევძლოთ ხალხზე ზრუნვა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს