თამარ კორძაია - 83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ

დღეს, საქართველოს ახალგაზრდებს გადაახიეს დამოუკიდებლობის მონაპოვარი, რომელიც 35 წლის წინ 9 აპრილს მოიპოვეს ახალგაზრდებმა - ეს ბრძოლა ისევ ახალგაზრდებისაა, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს კანონის ხელმოწერით 83-მა დეპუტატმა ღალატს მოაწერა ხელი.

„რა უნდა ვუთხრათ მათ შვილებს, ვინც აქ სისხლი დაღვარა, რათა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვყოფილიყავით? ამიტომ, ეს ბრძოლა ისევ ახალგაზრდებისაა, რომელთან ერთადაც ვართ. ხვალ თავი დასახრელი არ უნდა გვქონდეს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდეს. ყველა ახალგაზრდა, ყველა დედა, რომელიც გუშინ უყურებდა როგორ სცემდნენ მათ შვილებს; როგორ მიერეკებოდა ეს რუსი ხელისუფლება ქართველ ახალგაზრდებს - უნდა ვიდგეთ აქ და არ დავუთმოთ ჩვენი შვილების მომავალი. რაც აქ ხდება, კატასტროფაა, ქვეყნის გაყიდვა. 83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება