პრემიერი - 35 წლის წინ რუსთაველზე ქართველები სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ, პარადოქსია, რომ ამავე გამზირზე აქციები იმართება სუვერენიტეტის არ განმტკიცების ლოზუნგით

35 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ქართველები სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს, უბრალოდ პარადოქსია, რომ ამავე რუსთაველის გამზირზე აქციები იმართება სუვერენიტეტის არ განმტკიცების ლოზუნგით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ აქციებზე და აყენებინებენ მოთხოვნას, რომ „არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს“.

„ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგცეს. ამას ვამბობ ხაზგასმით, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი. ამის წინააღმდეგ იბრძოდა ჩვენი მშობლების თაობა 80-იან წლებში და ღირსებისა და დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, მით უმეტეს დღესაც, როცა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოვადგენთ. 35 წლის წინ რუსთაველის გამზირზე ქართველები სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს, უბრალოდ პარადოქსია, რომ ამავე რუსთაველის გამზირზე აქციები იმართება სუვერენიტეტის არ განმტკიცების ლოზუნგით - „არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს“.

წარმოიდგინეთ რამხელა პარადოქსია, გამოჰყავთ საზოგადოების ნაწილი რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, რომ „არ გვინდა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რაში ხარჯავს ფულს, არ მინდა, თვალი მინდა დავხუჭო, არ მინდა ეს ინფორმაცია“. წარმოიდგინეთ, რა დონის პარადოქსი და აბსურდია ეს ყველაფერი. ერთადერთ რამ, რასაც ითვალისწინებს ეს კანონი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს ინფორმაცია ფულის ხარჯვის თაობაზე. საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნა, რომ „არ მინდა მე ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, რომ სუვერენიტეტი იყოს მყარი, მე მინდა, რომ აქ ვიღაცამ კიდევ ერთხელ ცადოს რევოლუციის მოწყობა საკუთარი გაუმჭვირვალე დაფინანსებით“. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება