პრემიერი - სიტყვას გაძლევთ, არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე საჯაროდ ამბობენ - ჩვენ თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს არ დავიცავთ, დაგვემართება ის, რაც უკრაინას დაემართა, უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც

სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე საჯაროდ ამბობენ. თუ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ, საჯაროდ რატომ არ აცხადებენ ამას?, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმასთან დაკავშირებით, მიუთითებენ თუ არა საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლები კანონის არმიღებისკენ დახურული შეხვედრების დროს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობა დარწმუნებული რომ არ იყოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს არ შეუშლის, მას არ მიიღებდნენ.

„სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე საჯაროდ ამბობენ. თუ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ, საჯაროდ რატომ არ აცხადებენ ამას? კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს არის დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ ვერ იარსებებს.

ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას ხელს არ შეუშლის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით. ჩვენ ვიცით, რომ კანონი არა თუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, არამედ პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს მას. ჩვენ თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს არ დავიცავთ, დაგვემართება ის, რაც უკრაინას დაემართა - უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს