ანონსი 18 აპრილი

18 აპრილს, 10:30 საათზე, პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

18 აპრილს, 10:30 საათზე „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა“ და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისში ინგლისური სამართლის ფორუმი გაიმართება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მაიკლ კლეიტონი და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანარ ბაგიროვი, ასევე, მოსამართლეები და ადვოკატები დიდი ბრიტანეთიდან.

მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1

საკონტაქტო: ქეთევან სულხანიშვილი - 555 45 10 01

18 აპრილს, 11:00 საათზე, თედო რეხვიაშვილის სოლო გამოფენის „მეხსიერება, ძალაუფლება და ცდუნებები“ დასათვალიერებლად, საგანგებო ტურს ჟურნალისტებს თავად არტისტი - თედო რეხვიაშვილი და გამოფენის კურატორი - ხათუნა ხაბულიანი ჩაუტარებენ.

მის: აბრეშუმის ფაბრიკა, კოსტავას 59

საკონტაქტო: 599 90 07 04

18 აპრილს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

18 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

18 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზ. 52; მე-3 სართულის დარბაზი.

18 აპრილს, 18:00 საათზე, მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“, თბილისში მცხოვრები, ბავშვთა სახელოვნებო განათლების სფეროს პედაგოგ-მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

მის: კალისტრატე ქუთათელაძის #6 (საქართევლოს მხატვართა კავშირი. მისასვლელი ყაზბეგის გამზირიდან, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო: ანა ალავერდაშვილი - 599772148

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება