„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ბათუმშიც აპროტესტებენ. მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, ევროკავშირთან დაშორება, რეგიონში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს შეაჩერებს.

აქციაზე მყოფი სტუდენტები ამბობენ, რომ „რუსული კანონი საფრთხეს შეუქმნის, მომავალ თაობას“, რომ ევროპული განათლება მიიღოს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ წარმოდგენილი კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

“ბათუმში თბილისის მსგავსად მოქალაქეები რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ, რომელიც აქრობს კრიტიკულ აზრს და გვაშორებს ევროინტეგრაციას, უამრავ ადამიანს ართმევს შესაძლებლობას მიიღოს სერვისები, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებების მიმართულებით. ბათუმი კვლავ აქტიურია, ისივე როგორც რუსულ გემს, უთხრა უარი, ასევე ახლაც ხმამაღლა უარს ეუბნება რუსულ კანონს, რომელიც არ არის, საქართველოს არჩევანი”,- აცხადებს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება