ნინო ლომჯარია - ქვეყანაში ძალმომრეობითი რეჟიმია, რომელიც ხალხის წინააღმდეგ მიდის

როდესაც თავად არ აქვთ არგუმენტები, ეტყობა, შეთანხმებული მესიჯბოქსია, რომ უნდა თქვან, თითქოს საპირისპირო მხარისგან არგუმენტები ვერ მოისმინეს, - ასე გამოეხმაურა “საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში ნული არგუმენტია“.

როგორც ნინო ლომჯარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ აღნიშნა, ქვეყანაში ძალმომრეობითი რეჟიმია, რომელიც ხალხის წინააღმდეგ მიდის და კონსტიტუციას არღვევს.

„შემიძლია 30 საკითხი მაინც დაგისახელოთ, რაზეც ირაკლი კობახიძეს მსგავსი პასუხი აქვს გაცემული. როდესაც მათ თავად არგუმენტები არ აქვთ, ეტყობა, შეთანხმებული მესიჯბოქსია, რომ უნდა თქვან, თითქოს საპირისპირო მხარისგან არგუმენტები ვერ მოისმინეს. საკმარისზე მეტი ორგანიზაციისგან გაიგეს, რომ ეს არ არის არც ფრანგული, არც ევროპული, არც ამერიკული კანონი. უშუალოდ პირველი პირებისგან იციან ეს ამბავი.

რა უნდა ვისაუბროთ ადამიანებთან, რომლებმაც მთელი საქართველო და მთელი დასავლური სამყარო მოატყუეს, რომ ამ კანონს არ დააბრუნებდნენ და მაინც დააბრუნეს? ვინ უსმენს და ვინ უჯერებს? ირაკლი კობახიძის არავის სჯერა. ეს ძალმომრეობითი რეჟიმია, რომელიც ხალხის წინააღმდეგ მიდის და კონსტიტუციას არღვევს, რომელშიც წერია, რომ ჩვენ ევროკავშირში უნდა გავწევრიანდეთ.

ჩვენ მშვიდობიანი ფორმით, კონსტიტუციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონი არ მიიღონ. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს მისწვდეს, ყველაფერს გავაკეთებ. ქართველებს ვერ მოერევიან და საქართველოს რუსეთზე ვერ გაყიდიან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება