თამარ კორძაია პრემიერს - ირაკლი, გამოიხედე და შემოგვხედე ყველას, რამდენი ვართ

ირაკლი, გამოიხედე და შემოგვხედე ყველას, რამდენი ვართ!- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აქციიდან „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.

როგორც თამარ კორძაიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ხალხს არ მოუსმენს და მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მოთხოვნები მტკიცე და მკაცრი იქნება.

„არა რუსულ კანონს! ირაკლი, გამოიხედე და შემოგვხედე ყველას, რამდენი ვართ. ჟურნალისტებთან რომ დადგები, დაცვით გარშემორტყმული და მარტო ლაპარაკობ, მაშინ მაგარი ხარ. უნდა შეძლო ადამიანების მოსმენა და მათი თხოვნის დაკმაყოფილება. თუ ამ თხოვნას რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეასრულებ, ეს მტკიცე და მკაცრი მოთხოვნა იქნება. მოუსმინე ჩვენს ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, სპორტსმენებს, უბრალოდ მოქალაქეებს!“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება