ვაჟა სირაძე - ამ ეტაპზე პოლიცია დგას, არანაირი განკარგულება არ აქვს, როცა აქცია მშვიდად მიმდინარეობს, პოლიცია არის მშვიდ რეჟიმში - იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა, ძალადობა მოხდება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ

ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

"არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ როდესაც აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არ სცდება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ნორმებს, პოლიცია არის სტანდარტულად მშვიდ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ამასთან, ყველა სამართალდარღვევაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთების საშუალება არ გვაქვს. ვიმყოფებით და ვმოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება