გიორგი ვაშაძე - კობახიძეს ვეუბნები: ნუ იმალები ამ შენობაში, პარლამენტის წევრებს გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ ნებისმიერ შენობაში - ამიტომ, გთხოვთ, ნუ დაგვიდგებით წინ და შევიდეთ შიგნით

კობახიძეს ვეუბნები: ნუ იმალები ამ შენობაში - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციასთან.

ვაშაძის თქმით, მათ აქვთ ორი კონკრეტული მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უკან გაიტანონ.

„კობახიძეს ვეუბნები - ნუ იმალები ამ შენობაში [მთავრობის ადმინისტრაციის]. პარლამენტის წევრებს გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ ნებისმიერ შენობაში, ამიტომ, ხალხი ითხოვს, რომ დაელაპარაკოთ მათ. მოთხოვნა არის ორი ძალიან კონკრეტული: დაუყოვნებლივ დაკავებულების გათავისუფლება და კანონის უკან გატანა, ამიტომ გთხოვთ ნუ დაგვიდგებით წინ და შევიდეთ შიგნით“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძემ მიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულ საპატრულო პოლიციას და მოუწოდა მათ, გაიხადონ უნიფორმები და გადავიდნენ ხალხის მხარეს.

„პოლიციელებს ვეუბნებით: გადადით ხალხის მხარეს ბიჭებო. გაიხადეთ უნიფორმა, გადმოდით ხალხის მხრეს და პირდაპირ გეუბნებით, თქვენ დაგაფასებთ ქართველი ერი. ეს უნდა იცოდეთ.

რასაც ხალხი იტყვის, ჩვენც იმას ვიზამთ. ველოდებით, რომ [ირაკლი კობახიძე] შეხვდეს ხალხს და ჩვენ. მანდატი მოგვცა ხალხმა. სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეების ჯგუფები შეკრულია, ერთიანია და შეხვდეს ხალხის წარმომადგენლებს. ნუ იმალები პოლიციის უკან“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება